ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA განახორციელებს

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA განახორციელებს
January 25, 2017 admin

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, კერძოდ: შპს „ჯენერალ დეველოპმენტმა“, „POWERCHINA RESOURCES“ LTD-მ და „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA” LLC-მ, რომლებმაც წარმოადგინეს შესაბამისი წინადადებები.

ზემოაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC გამოაცხადა.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართელოს მთავრობასთან იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებთან  დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება  წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში.

0 Comments

Leave a reply

Your email address will not be published.