2016 წლის 26 აგვისტოს, 15 საათზე გაიმართება შეხვედრა სამ აპლიკანტთან PowerChina Resources LTD (ჩინეთი), Clean Energy Group Georgia LLC (ნორვეგია) და General Development LLC (საქართველო, ავსტრია) – რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი 433 მგვტ-იანი ნამახვანი ჰესის აშენება-ფლობა-ოპერირებაზე. შეხვედრის მიზანია შეფასების კომისიის მიერ მოთხოვნილი დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას საერთო ჯამში 6 თვე დასჭირდება.