ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის საჯარო განხილვა.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის საჯარო განხილვა.
May 25, 2016 admin

16 და 17 მაისს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

შპს „გამა კონსალტინგი“-ს, სს “ნამახვანის” და შპს “კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალი“-ს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ტექნიკური პარამეტრები და მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების რისკები. საჯარო განხილვაზე შეფასდა ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროექტის სოციალურ და გარემოზე ზემოქმედების საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნები და მოსაზრებები, განხილვის მასალები თანდართულ იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარსადგენ გზშ-ს ანგარიშში.

 

DSCF5010 DSCF5026 DSCF5028 DSCF5051 DSCF5055

 

0 Comments

Leave a reply

Your email address will not be published.